გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ალილოს“ მსვლელობა გამართეს
10-01-2020
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გოგოლესუბნის საჯარო სკოლის VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეთა ინიციატივითა და ორგანიზატორობით ტრადიციული საშობა მსვლელობა „ალილო“ გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფი ყველა ოჯახს, ალილოს ყველა მონაწილეს, სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამშრომელს და რაიონის წითელი ჯვრის ფილიალს მადლობას უხდის.

„უფალმა შეგიწიროთ თქვენი გაცემული სიკეთე! ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ კიდევ ხუთ ოჯახში შესულიყო შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი! სიკეთით, სიმართლით, სინათლით შემოსულიყო ქრისტეშობა სრულიად საქართველოში“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203