მუხურის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
10-01-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, მუხურის საჯარო სკოლის გუნდმა - „ქართველი ოციანელები“ ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა.
ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, რომელიც გიორგი ლეონიძესა და მუხრან მაჭავარიანს ეძღვნებოდა, ტყიბულის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
შეჯიბრში 5 სხვადასხვა სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
მუხურის საჯარო სკოლის გუნდის წევრები ნიკა ბოჭორიშვილი, სოფო გეგეშიძე, მარიამ კორტი, ელისო ბოჭორიშვილი, საბა ჩაფიძე და ელენე ბოჭორიშვილი, კაპიტანი - გიორგი ვარდოსანიძე, პედაგოგი კი ნინო კორტი არიან.
გუნდმა ჯამში 30 ქულა დააგროვა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
მეორე ადგილის მფლობელი ტყიბულის მე-5 საჯარო სკოლა გახდა, მან 18 ქულა მოიპოვა, ხოლო 15 ქულით მესამე ადგილი სოჩხეთის სკოლამ დაიკავა.
„მუხურის საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ნინო მასწავლებელს გაწეული შრომისთვის, ხოლო ბავშვებს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“