კაკაბეთის საჯარო სკოლის I კლასში საახალწლო ღონისძიება - „ფიფქები მღერიან“ ჩატარდა
09-01-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრამ შობა-ახალ წელს ღონისძიებები მიუძღვნა.

„ფიფქები მღერიან“-ამ სახელწოდებით ჩატარდა ღონისძიება კაკაბეთის საჯარო სკოლის I კლასში, რომელსაც კლასის დამრიგებელი მარეხი ოქრომჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა.

„გოგონებმა  შეასრულეს ცეკვა „ფიფქები“, იმღერეს და წარმოთქვეს ლექსები ფიფქებზე. პატარებმა შობა-ახალ წელი ლამაზად იზეიმეს,  ბოლოს  გვესტუმრა თოვლის პაპა და  საჩუქრებით დაასაჩუქრა ისინი, რამაც საახალწლო განწყობა შექმნა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203