პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასი დაახლოებით 1800 ლარი გახდება
09-01-2020

2020 წლიდან პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გაიზრდება პროფესიული განათლების მასწავლებლების ანაზღაურებაც და საშუალო ხელფასი დაახლოებით 1800 ლარი გახდება.

„განათლების სამინისტრომ პროფესიულ განათლებაზე წარმოადგინა საკითხი. პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით, 1800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, - განაცხადა გახარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203