გაგრძელდება თუ არა არდადეგები სკოლებში ვირუსების გამო? - „სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე გვქონდა კონსულტაციები“
12-01-2020

სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მომართვიანობამ ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა.

ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ მხრივ, ყველაზე დაცულები, ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და აღმზრდელები არიან, რადგან გრიპის ვირუსზე უკვე აიცრნენ; თუმცა ისიც ფაქტია, რომ გამყრელიძე სასწავლო პროცესის გადადებას არ გამორიცხავს:

„გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე.  დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დღეის მდგომარეობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა ასეთ რეკომენდაციას. ვითარება არ გახლავთ ისეთი, სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203