2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის მობილობის ვადები ცნობილია
08-01-2020

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სტუდენტის ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  სხვა დაწესებულებაში გადასვლის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები გამოაქვეყნა.

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადად 2020 წლის 8 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე იქნება შესაძლებელი.

ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა 2020 წლის 12 თებერვლიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203