აფენის N2 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
08-01-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, აფენის N2 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ნარგიზ ტაბატაძე, ნოდარ ამყოლაძე და ელდარ ცარციძე, გააცილეს.

გაცილების ღონისძიება ემოციური გამოდგა. მასწავლებლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეეძლოთ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203