უჩამბის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებაზე საუკეთესოდ წარდგნენ
08-01-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის, უჩამბის სახელოვნებო სკოლის და შუახევის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს.

მოსწავლეთა პედაგოგები ია ბერიძე, მარინა ფევაძე, ნინო ბერიძე, თეონა აბულაძე და თამუნა დუმბაძე გახლავთ.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარდგნენ და ღონისძიების სტუმრებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს ხალხური სიმღერები და შეასრულეს ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ღონისძიებას პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203