გეჯეთის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
08-01-2020

სენაკის მუნიციპალიტეტის გეჯეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულეს, ასევე წარმოთქვეს ლექსები და დადგეს სპექტაკლები.

საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეების ღონისძიება შთამბეჭდავი იყო. მათ დამსწრე საზოგადოებას საახალწლო განწყობა შეუქმნეს და ყველას მიულოცეს ახალი 2020 წელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203