გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაჭირვებული მოხუცისთვის საახალწლო ნობათი შეაგროვეს
08-01-2020
გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლოდ სოციალური პროექტი განახორციელეს.

კლასის ხელმძღვანელის, ირმა თითირაშვილის, წამოწყებაში მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად ჩაერთნენ.

„VI კლასს უკვე ტრადიციად ექცა, ყოველი წლის 25 დეკემბერს დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც ეს სჭირდება. მათ შეაგროვეს სურსათ-სანოვაგე, საახალწლო ნობათი და ამჯერად მიუსაფარ ბებოს ნ.მ-ს შეუმსუბუქეს ყოფა. ერთად ყველაფერს შევძლებთ, სიკეთე გადამდებია“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203