თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კვირეული გაიმართა
06-01-2020

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საახალწლო განწყობა ნაადრევად შექმნეს. მოსწავლეები, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო სამზადისში.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობდა მოსწავლეთა თვითმმართველობა.

„მშობელთა მხრიდანაც სახალისო ჩართულობა აღინიშნებოდა. ისინი მხარში ედგნენ დამრიგებლებს და ეხმარებოდნენ კლასების სადღესასწაულო მორთვაში. განსაკუთრებულად გაფორმდა სააქტო დარბაზი, სადაც მოსწავლეებმა საახალწლო პროგრამები წარმოადგინეს. 1-4 კლასის მოსწავლეებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნუგბარი გადასცა. ზეიმი მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგნელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203