ორგორის საჯარო სკოლაში ჩატარებულმა საახალწლო ღონისძიებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა
06-01-2020
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ორგორის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორებიც ამავე სკოლის მასწავლებლები, ინგა ნარიმანიძე და ანიკო წყარუაშვილი, იყვნენ, სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.

საახალწლო ღონისძიებას  სკოლის პედკოლექტივი, მოსწავლეთა მშობლები და სოფლის მოსახლეობის ნაწილი დაესწრო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა: „მშობლებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ, რისთვისაც სკოლის დირექციასა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს“, - წერია ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203