დმანისის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით პროექტი განხორციელდა
06-01-2020

დმანისის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტი უკვე ტრადიციად იქცა და მასში სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად დიდი სიხარულითა და მონდომებით ერთვებიან.

„2019-2020 სასწავლო წელს მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები თემატიკაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, გააკეთეს პრეზენტაციები „არა მავნე ჩვევებს!“.

ასევე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და გაავრცელეს თემში. ჩატარდა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა პოსტერების კონკურსი: „იცხოვრე ჯანსაღად“.

გამარჯვებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203