ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდური ოლიმპიადის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე პირველი ადგილი დაიკავეს
06-01-2020
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა, მარი კოხოძემ, მარი ტატალაშვილმა, გიორგი ჩირგაძემ, გიორგი გიგოლაშვილმა და სანდრო კაპანაძემ, გუნდურ ოლიმპიადა „განთიადის“ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საქართველოს მაშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიადა ორ ტურად - მათემატიკასა და ქართულში ჩატარდა.
„განთიადის“ ორგანიზატორებმა გუნდის წევრებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
დაჯილდოება გორის უნივერსიტეტი პირველ კორპუსში გაიმართა.