დოლოგნის საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეს მასწავლებლები სახლში საჩუქრებით ეწვივნენ
06-01-2020

ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეს სალომე გოგიძეს მასწავლებლები სახლში საჩუქრებით ეწვივნენ.

დოლოგნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სალომე გოგიძე სსსმ მოსწავლეა და სწავლებას შინ გადის.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სალომეს სპეც.მასწავლებელი დარინა მალაყმაძე, კლასის დამრიგებელი მაია მალაყმაძე და საგნის მასწავლებლები საახალწლო საჩუქრებით ეწვივნენ და  ახალი წელი მიულოცეს, რამაც მოსწავლე ძალიან გაახარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203