ზერტის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა
06-01-2020

გორის მუნიციპალიტეტის  ზერტის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, საახალწლო კარნავალი საინტერესო და შინაარსიანი იყო. მასში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი საახალწლო საღამოს პროგრამას, მათ შესრულებულ ნომრებს აფასებდა ჟიური. საღამოს დასასრულს მონაწილეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს დავალება „ნაძვის ხე“.

ღონისძიებამ მხიარულად და ხალისიანად ჩაიარა. ბოლოს მონაწილეებმა დამდეგი ახალი 2020 წელი მიულოცეს მასწავლებლებს, მშობლებს, მეგობრებს და ახალი წარმატებები უსურვეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203