საყუნეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საახალწლო ზღაპარი დადგეს
06-01-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის საჯარო სკოლაში საახალწლო კონცერტი ჩატარდა.

საზეიმო სამზადისში დაწყებითი კლასის მოსწავლები სიხარულით ჩაერთნენ. მათ მაყურებელს საახალწლო ზღაპარი წარუდგინეს.

„ზღაპარი ასე დაიწყო: მეოთხე კლასელმა ბიჭუნამ ნაძვის ხის ქვეშ შემთხვევით აღმოაჩინა რუკა და  გადაწყვიტა, განძის საძებნელად წასულიყო კუნძულზე. კუნძულ ჩინგა-ჩანგიდან, მას  მეკობრეები გამოჰყვნენ, ბავშვებმა კი აჩვენეს, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნები,“-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203