ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე საახალწლო სანახაობით წარდგნენ
06-01-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო სანახაობით წარდგნენ და მაყურებელს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. 

მოსწავლეებმა დადგეს სკეტჩები, იმღერეს, შეასრულეს, როგორც ხალხური, ასევე საესტრადო მუსიკალური ნაწარმოებები, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ და საბოლოოდ, კმაყოფილებიც დარჩნენ.

მშობლებმა და კოლეგებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას,  მონაწილეებსა და მათ დამრიგებლებს  გაწეული მუშაობისათვის - საახალწლო განწყობის შექმნისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203