ობუჯის N1 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგი მედიკო კაკაჩია ღონისძიებით გააცილეს
06-01-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, გერმანული ენის მასწავლებლის, მედიკო კაკაჩიას, გაცილება მოეწყო.
მედიკო კაკაჩია გერმანულ ენას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიასა და საზღვარგარეთის ლიტერატურას 44 წლის განმავლობაში ასწავლიდა. წელს კი გადაწყვიტა, გასულიყო პენსიაზე და მიეღო დამსახურებული ჯილდო.
„საყვარელ მასწავლებელს გულთბილად მიესალმნენ მოსწავლეები, კოლეგები, ყოფილი მოსწავლეები. ქალბატონმა მედიკომ მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მთელ კოლექტივს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს