4 აკრძალვა, რომელიც ახალი წლიდან არასრულწლოვნებთან დაკავშირებით ამოქმედდა
06-01-2020

2020 წლის 1-ლი იანვრიდან არასრულწოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე აკრძალვა ამოქმედდა. 

უკვე ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული შესწორებები, რომლის თანახმად, არასრულწლოვნებს ღამის კლუბებში შესვლა ეკრძალებათ.  

18 წლამდე ახალგაზრდები ასევე ვერ შეძლებენ უფროსებისთვის განკუთვნილ კინოსეანსებზე დასწრებას.

გარდა ამისა, 2020 წლიდან ამოქმედებული შეზუდვებით, მათ ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზების სფეროში მუშაობაც ეკრძალებთ.

ღამის საათებში კაფეებსა და ინტერნეტსალონებში მოზარდები ყოფნას მხოლოდ მშობლების ნებართვით შეძლებენ. დაწესებულება, რომელიც ამ მოთხოვნებს დაარღვევს, ათასი ლარით, ხოლო ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში - 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...