თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლემ თორნიკე ხოკერაშვილმა ინგლისური ენის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა
31-12-2019

თბილისის N119 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ - თორნიკე ხოკერაშვილმა "კინგსის" ოლიმპიადაზე ინგლისური ენის მე-6 კლასის კატეგორიაში, საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი მოიპოვა. 

მოსწავლეს ხელფასის სახით დაენიშნა 100 ლარი. კლასის დამრიგებელი მაია მუშკუდიანი ულოცავს თორნიკეს დამსახურებულ პირველ ადგილს და წარმატებულ, ბედნიერ ახალ წელს უსურვებს. 

„სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება. 2019 წლის სასიამოვნო დასასრული, მე-6 კლასელი თორნიკე ხოკერაშვილის კიდევ ერთი ხმამაღალი ნათქვამი“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203