კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზღაპარი წარმოადგინეს
31-12-2019

გორის მუნიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზღაპარი წარმოადგინეს. პატარები ღონისძიების ბოლოს დასაჩუქრდნენ.

„მუსიკის მასწავლებელმა მზია გოგინაშვილმა დაწყებითის კლასების მასწავლებლებთან ერთად საახალწლო ზღაპარი შემოგვთავაზა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, სკეტჩები, ცეკვები. ღონისძიება ძალიან საინტერესო და მხიარული გამოდგა და როგორც ყველა ზღაპარი, კეთილად დასრულდა. 

პატარებს ბოლოს ნანატრი თოვლის პაპაც ესტუმრა საჩუქრებთან ერთად“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203