თეთრიწყლების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიების პარალელურად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
31-12-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, თეთრიწყლების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს.

მათ სპექტაკლიც - „სოფლის მაშენებლები“ წარმოადგინეს, რამაც მაყურებლებში განსაკუთრებული მხიარულება გამოიწვია.

ღონისძიების პარალელურად მოსწავლეების მიერ  სხვადასხვა მასალით შესრულებული საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა,ფული სოფლის მშენებარე ეკლესიის ფონდში გადაირიცხა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203