
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც იყო ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლი-მაია კვენიაშვილი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ.
„მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე. ღონისძიების ბოლოს კი, სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები, სპეციალურად მოწვეულმა თოვლის პაპამ საახალწლო ტკბილეულით დაასაჩუქრა.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!!“-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები