მოხის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
31-12-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიება სკოლის ეზოში გამართეს. მათ მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები და დადგემა შეასრულეს და საზეიმო სიტყვები წარმოთქვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და საბოლოოდ ისინიც და ღონისძიების მაყურებლებიც კმაყოფილები დარჩნენ.

დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203