სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „სააქტო დარბაზის ფუნქციონირება სკოლაში“ ხორციელდება
31-12-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „სააქტო დარბაზის ფუნქციონირება სკოლაში“ პროექტის განხორციელება დაიწყეს.
მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან ერთად მუშაობენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის პირველი ამოცანაა ადვოკატირების კომპანია, რომლის ფარგლებში დაიგეგმა ამოცანის განხორციელების გზები. პირველი ამოცანის პირველი ეტაპი იყო პროექტის წარდგენა სამეურვეო საბჭოსთვის.
„მოსწავლეებმა სამეურვეო საბჭოს წევრებს და თავჯდომარეს წარუდგინეს შემუშავებული პროექტი, მიზნების იერარქიით, არგუმენტირებულად დაასაბუთეს დაფინანსების მიღების შემთხვევაში შედეგების მდგრადობა, ისაუბრეს მონაწილეობის ფორმებზე, უფლებების დელეგირებაზე, საკუთარ პასუხისმგებლობაზე და ა. შ.“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საზოგადოების ჩართულობის მაღალი ხარისხი მოუწონეს და წახალისების მიზნით თანადგომას დაპირდნენ. მეათე კლასის, როგორც ფოკუს ჯგუფის ლიდერების საქმიანობაზე ინფორმაცია მიიღეს და წარმატებები უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“