
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
„საახალწლო ღონისძიების - „მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება!“ იდეა ხოჯორნის სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელს - ლალი მარგიანს ეკუთვნოდა.
ყველა კლასმა წარმოადგინა საკუთარი პროგრამა და ქართული სიმღერა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ენის კურსის მსმენელი პედაგოგებიც. მათ ძალიან საინტერესო პროგრამა ჰქონდათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მოწვეული სტუმრები“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები