ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საცირკო წარმოდგენა ნახეს
31-12-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცირკში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა არგენტინელი თუთიყუშების, კოატების, ძაღლების შოუ, ცხენებზე მოჯირითეების ნომერი (ჯიგიტები), საჰაერო აკრობატები, ბალანსი ცილინდრებზე, შტეინ ტრაპე, მსოფლიოში ცნობილი ჯამბაზი “GOODWIN-ი“ და სხვა ლამაზი ნომრები ნახეს.

დღის ბოლოს მოსწავლეებმა უგემრიელესი ქართული კერძები დააგემოვნეს.

„ეს დაუვიწყარი დღე მათთვის მოულოდნელი საჩუქარი იყო. თვითონ ორგანიზატორმა კი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. ამიტომ ოფრეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ექსკურსიის დამფინანსებელს, მოსწავლეების გახარებისა და ასეთი საინტერესო დღის ჩუქებისთვის“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203