სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში „მათემატიკური კონკურსი“ ჩატარდა
31-12-2019
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში „მათემატიკური კონკურსი“ ჩატარდა.
კონკურსში VIII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს მათემატიკურის გარდა, გეოგრაფიის და ლოგიკურ ამოცანებზეც უნდა გაეცათ სწორი პასუხი. ღონისძიების ხელმძღვანელი ნაზი ჩოფიკაშვილი იყო.