ნახუნაოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
31-12-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში  I-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მონაწილე მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისით გააფორმეს სკოლის ფოიე, მორთეს ნაძვის ხე და გაალამაზეს ოთახები ხელნაკეთი ფიფქებით. დღესასწაული ხალისიანი და საინტერესო იყო. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ სკეტჩებში, ასრულებდნენ სახალისო სიმღერებს და ცეკვებს. ზეიმის მსვლელობისას სანტა-კლაუსმა დაარიგა საჩუქრები. მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები და მასწავლებლები კმაყოფილები დარჩნენ ჩატარებული საახალწლო ღონისძიებით“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203