ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ თეკლე ხითარიშვილმა ნახატების კონკურსში - „არა ბულინგს“ გაიმარჯვა
31-12-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თეკლე ხითარიშვილმა, ნახატების კონკურსში - „არა ბულინგს“ გაიმარჯვა.
„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდში გამოცხადებულ პოსტერების კონკურსში „არა ბულინგს“ ვალის N2 საჯარო სკოლაც ღებულობდა მონაწილეობას. შეფასების კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ მოსწავლეებს შორისაა (ჟიურის რჩეულის ნომინაციით, მეორე ადგილის მფლობელი) სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე თეკლა ხითარიშვილი.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, განათლების სამინისტროს შენობაში გაიმართა.
გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ვალის N2 საჯარო სკოლა თეკლას წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“