ოდიშის N1 საჯარო სკოლაში სპექტაკლი - „კონკია“ დაიდგა
31-12-2019
ალექსანდრე საჯაიას სახელობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ოდიშის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.

უცხო ენების კათედრამ (პედაგოგი ნონა ხუფენია) სპექტაკლი „კონკია“ წარმოადგინა.

ღონისძიებაში VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა თავიანთი როლები შესანიშნავად მოირგეს, იცეკვეს, იმღერეს და იმხიარულეს.

სკოლის ინფორმაციით, „მაყურებლები დიდად ნასიამოვნები დარჩნენ სანახაობით“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203