
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ - ზარუჰ ათორაკალიანმა გურამ დოჩანაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვა.
მოსწავლეს პედაგოგი ნანა მიხანაშვილი ხელმძღვანელობდა.
მწერალთა სახლმა გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის ლიტერატურული კონკურსი ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაეწერათ და საკონკურსოდ წარმოედგინათ ერთ-ერთი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით.
იხილეთ ფოტოები