
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
საახალწლო ზეიმში მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ. მათ წარმოთქვეს ლექსები, იცეკვეს, იმღერეს და დრო მხიარულად გაატარეს.
ღონისძიებაში პედაგოგები თოვლის ბაბუასთან ერთად ჩაერთნენ.
პატარებისთვის საახალწლო ზეიმი დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტოები