ობუჯის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კრეატიული და სიურპრიზებით სავსე წინასაახალწლო ღონისძიება ჩაატარეს
31-12-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა ხალისიანი, კრეატიული და სიურპრიზებით სავსე წინასაახალწლო ღონისძიება ჩაატარეს.

„ჟიურის წევრთა ორიგინალური ხერხით შერჩევა, გუნდების მისალმება, შეჯიბრი ცეკვაში, სიმღერაში, მელომანთა კონკურსი, სახალისო სკეტჩები, დეკლამატორთა, კლასის დამრიგებელთა შეჯიბრი და საბოლოოდ გამარჯვებული ურთიერთსიყვარული და მეგობრობა. ღონისძიება ფოიერვერკებითა და მონაწილეებთან ერთად აცეკვებული დარბაზით დასრულდა“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სკოლის ადმინისტრაცია ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილე მოსწავლეებსა და მათ დამრიგებლებს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203