ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებაზე დასაჩუქრდნენ
30-12-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დადგეს საინტერესო სპექტაკლები.

ღონისძებაზე ნომრები წარმოდგენილი იყო ქართულ, რუსულ, ბერძნულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და თემის წარმომადგენლები.

„მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, თითოეულ მოსწავლეს ღონისძიების ბოლოს საჩუქრად მობილური ტელეფონი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ტელეფონები მათთვის საქველმოქმედო ფონდმა სახელწოდებით „Новый Опрети“ -მა შეიძინა. ოფრეთის საჯარო სკოლა  მოსწავლეების და  მათი მშობლების სახელით   მადლობას უხდის,  ფონდს, მის დამაარსებელს და თითოეული ფონდის წევრს, ვინც  მოსწავლეები გაახარა და ასეთი დაუვიწყარი დღე აჩუქა.

ღონიძებაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მთლიანად ღონიძიებას კი ორგანიზატორობდა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203