გეზათის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
30-12-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში ახალი წლის შესახვედრად საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის დერეფანსა და საკლასო ოთახებში ნაძვის ხე დაიდგა და საახალწლოდ გაფორმდა.

სკოლის მთავარი ნაძვის ხე IX კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი - ირმა ჭანტურია) მორთეს.

IV კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი - ზაირა რევაზიშვილი) სპექტაკლი - „ნაცრისას ახალი წელი“ წარმოადგინეს.

სპექტაკლის მომზადებაში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთნენ. მათ სპექტაკლის გმირების ჩაცმულობაზე იზრუნეს.

სპექტაკლმა მაყურებლებს შორის მაღალი მოწონება დაიმსახურა.

ასევე, სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება - „ვეთხოვებით ძველსა წელსა“.

ღონისძიებაში I-IX კლასის მოსწავლეები და სკოლასთან რეორგანიზებული გულუხეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.

ღონისძიებამ  მშობლებისა და სხვა დამსწრეების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203