წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დასი ხანდაზმულთა პანსიონს სპექტაკლით ეწვია
30-12-2019
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დასი „ოტიაური“ ოტია იოსელიანის სპექტაკლით „გასროლა კაჟიანი თოფით“ სტუმრად „ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონს“ ეწვია.
დასის რეჟისორი ტატო პატარიძეა.
სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, სკოლის პედაგოგთა მიერ შეგროვილი ტკბილეულობა ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს გადასცა და დამდეგი 2020 წელი მიულოცა.
„მოხუცებმა დიდად მოიწონეს მოსწავლეთა მიერ განხორციელებული როლები, მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილეს, სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“