კიროვკის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
30-12-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის კიროვკის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა.

ზეიმის ორგანიზატორის, ქართული ენის მასწავლებლის მზია ჩოქურის თქმით, ზეიმი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

„დავხატეთ და მოვაწყეთ გამოფენა თემაზე „მოგილოცავთ ახალ წელს“. მოვრთეთ ოთახი ფიფქებით. მოვრთეთ და მოვკაზმეთ ნაძვის ხე და საახალწლო სურვილებიც გავანდეთ. გამოვიცანით თოვლის პაპის გამოგზავნილი სახალისო გამოცანები და მივიღეთ საჩუქრები. საახალწლო სიმღერაც ვიმღერეთ. გილოცავთ, გილოცავთ, ახალ წელს გილოცავთ!“,- ამბობს მზია ჩოქური.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203