აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019 წელი ღონისძიებით გააცილეს
30-12-2019

ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის აგარის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა ძველი წელი მხიარულად გააცილეს.

„აგარის საჯარო სკოლის ფოიეში, როგორც ყოველ წელიწადს, ნამდვილი საახალწლო განწყობა შექმნეს პატარებმა. საზეიმოდ მორთული სცენით, კოხტა ნაძვის ხით, ლამაზი საახალწლო ლექსებითა და მხიარული სიმღერებით გააცილეს მოსწავლეებმა ძველი წელი და ბედნიერი შობა-ახალი წლის დადგომა უსურვეს დამსწრე საზოგადოებას.

აგარის პედ. კოლექტივის  სურვილია - პატარების ლოცვა მთელ საქართველოს  გადასწვდომოდეს და  დამდეგ წელიწადს ყოველ ქართველისა თუ  საქართველოს მოქალაქის ოჯახში მოეტანოს სიუხვე,  სიმშვიდე და ბედნიერება!“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203