დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს
30-12-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დადეშის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წინა საახალწლო ღონისძიება გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.
„მეხუთე კლასმა მშვენიერი ღონისძიებით წინა საახალწლო განწყობა შეგვიქმნა დამსწრეებს. მადლობა ლეილი საროიანს და ყველას, ვინც ეს სითბო გვაჩუქა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.