
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ნორიოს საჯარო სკოლის llა კლასში საახალწლო, სახალისო ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინაში სამი ჯგუფი მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თამაშში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მოცემულ დავალებებს კარგად გაართვეს თავი.
მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„ვიქტორინა საახალწლო სიმღერებით და ცეკვებით დავასრულეთ“,- დასძენს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები