წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა
30-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა.

მუსიკის მასწავლებელმა,  მაკა ჟორჟოლიანმა, ქორეოგრაფმა, ჟანა ბენიძემ, ხელოვნების მასწავლებელმა, ნარგიზა შავგულიძემ, ხატვის წრის ხელმძღვანელმა, თეა კაკაბაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, დოდო ხაჩიძემ,  საახალწლო ზღაპარი - „ბოროტსა სძლია კეთილმან“ ერთობლივად შექმნეს.

ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.

სკოლის ინფორმაციით, გამორჩეულები იყვნენ: სიკეთის დედოფალი - XI კლასის მოსწავლე, ლიზი ბენიძე და ბოროტების დედოფალი  - პედაგოგი ქეთევან კუჭავა.

„გაბრწყინებული დღე იყო 27 დეკემბერი - საახალწლო კარნავალი. ეს დღე იყო სამოთხე დედამიწაზე, რომელიც ყველამ უნდა ნახოს... იყო ბევრი სიმღერა, იყო ბევრი ცეკვა, არსად ასე არ მღერიან, არსად ასე არ ცეკვავენ, როგორც ამ ჩვენს ქვეყანაში. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წლის შემობრძანება ჩვენს სკოლაში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203