„მზის სხივად გარდაქმნილი პოეტის სული“ - ოდიშის N1 საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძეს ღონისძიება მიუძღვნეს
30-12-2019
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის N1 საჯარო სკოლაში ცნობილი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძისადმი, მიძღვნილი ღონისძიება - „მზის სხივად გარდაქმნილი პოეტის სული“ ჩატარდა.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ნოდარ დუმბაძის შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მწერლის იუმორი თბილად და სიყვარულით წარმოაჩინეს.