შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას დამდეგი შობა-ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
30-12-2019

გორის მუნიციპალიტეტის შავშვების საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

„ღონისძიებას გაუძღვა ოთხი წამყვანი, რომლებმაც მოამზადეს პრეზენტაცია - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“.

წამყვანებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ახალი წელი: ,,დაე შემეცნების სიხარულით აღსავსე, ახალ მიღწევათა და წინსვლის წელი ყოფილიყოს 2020 წელი თქვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის“. მეორე წამყვანმა კი, ილიას მრავლისმთქმელი სიტყვებით მიულოცა ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას: ,,რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში  მაინც ყველაზედ დიდი ადგილი უჭირავს“.

სკოლის ყველა კლასს მომზადებული ჰქონდა საახაწლო სიმღერები და ლექსები. მე- 6 კლასმა დადგა შესანიშნავი სპექტაკლი ,,წელიწადის დროები“. მე-7 კლასმა  იუმორისტული ნომრები წარმოადგინა. ასევე მოსწავლეებმა უცხო ენაზე წარმოთქვეს ლექსები. მოსწავლეებმა არაერთი ქართული ცეკვა წარმოადგინეს, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. მოსწავლეებს, დაურიგეს საჩუქრები წამყვანებმა, რამაც დიდი სიხარული და მოწონება გამოიწვია“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203