ტაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები აჭარის მასწავლებელთა VI რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
30-12-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტაკიძეების საჯარო სკოლის მასწავლებლები აჭარის მასწავლებელთა VI რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
სკოლიდან კონფერენციაზე ორი თემა იყო წარდგენილი.
,,როგორ ავამაღლოთ მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში მცირეკონტიგენტიან სკოლებში“, - ასე ერქვა გეოგრაფიის წამყვანი პედაგოგის, ნარგიზ ქათამაძის, მოხსენებას.
დაწყებითი კლასების მენტორმა მასწავლებელმა, შუშანა ტარიელაძემ, კი თემა - „კლასკომპლექტში მუშაობის ხერხები“ წარმოადგინა.