ობუჯის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ
30-12-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წინასაახალწლო ღონისძიება მოაწყვეს.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ.

სცენაზე ერთმანეთს ზღაპრის გმირები, ფერიები, ჯუჯები, დეკლამატორები, ფიფქიები და თოვლის ბაბუები ცვლიდნენ.

„ცეკვით, სიმღერით, მინი სპექტაკლებით მოგვილოცეს და გაგვილამაზეს ეს დღე პატარებმა. მადლობა მათ და მათ დამრიგებლებს: ნათელა ნანეიშვილს, რუსუდან კონჯარიას, რუსუდან მებონიას, ნატო კაკაჩიას და ეკა რურუას“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203