ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს
30-12-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარის საჯარო სკოლის 1-ელი-მე-6 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ სასიამოვნოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

მოსწავლეებს პედაგოგები შუშანა მღებრიშვილი, მედეა ქაფიანიძე, მაკა მერაბიშვილი და ნინო წალდაძე ხელმძღვანელობდნენ.

„მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და სრულიად საქართველოს მოსახლეობას უსურვეს, რომ 2020 წელი ყოფილიყოს ხვავის, ბარაქის, სიკეთის, სიხარულის, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203