
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლას დაქვემდებარებული კვარხეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა წინასაახალწლო ზეიმი გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პატარებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საახალწლო ლექსები და სიმღერები. მათ ბევრი იხალისეს, იმხიარულეს მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები