უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „სათაგური“ დადგეს
30-12-2019
ონის მუნიციპალიტეტის, უწერის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა სპექტაკლი - „სათაგური“ დადგეს.
„ასე ფერადად აღვნიშნეთ დამდეგი ახალი წელი. ასევე, ბავშვებს დაურიგდათ სიმბოლური საახალწლო საჩუქრები. ტკბილად დავასრულეთ სასწავლო წლის პირველი სემესტრი“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.